გთავაზობთ:
ლოგოს, სავიზიტო ბარათის, ფლაერის, ბროშურის დიზაინს
გრაფიკ აიდეა

ლოგო დიზაინი
ლოგო არის სიმბოლიკა და ის შედგება ტექსტისა და გრაფიკული ნახატისაგან, რომელიც განსაზღვრავს ბიზნესის იდენტობას. კარგი ლოგო გადმოსცემს კომპანიის საქმიანობას და ბრენდის ფასეულობებს.
ლოგოს უმნიშვნელოვანესი დანიშნულებაა მიანიჭოს თქვენს ბიზნესს უნიკალური ნიშანი, რაც გამოარჩევს მას სხვებისგან.
კარგ ლოგოს შესწევს უნარი შექმნას ძლიერი ვიზუალური ასოციაცია კომპანიასთან და ეს კავშირი ეხმარება მომხმარებელს ბრენდის მიმართ ცნობადობის გამომუშავებასა და მყარად დამახსოვრებაში.
გრაფიკ აიდეა გთავაზობთ ნებისმიერი ხარისხის ლოგოს დიზაინის დამზადებას მომხმარებლის მოთხოვნისა და გემოვნების გათვალისწინებით.

ბრენდინგი
ბრენდის იდენტურობის განმასხვავებელი ნიშნები არის ბრენდის თვალხილული ელემენტები რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იყოს, როგორც ბეჭდურ ასევე ციფრულ პლატფორმებზე.
ბრენდის იდენტურობის განმასხვავებელი ნიშნებია: ლოგო; ფერი; შეფუთვა, რომლებიც გამოარჩევენ აღნიშნულ ბრენდს სხვა ბრენდებისგან მომხმარებლის გონებაში.

ილუსტრაციები
ილუსტრაცია არის დეკორაცია, ინტერპრეტაცია ან ვიზუალური ახსნა ტექსტის, იდეის ან პროცესის, განკუთვნილი ბეჭდური და ციფრული მედიის შესაკავშირებლად როგორიც არის: პოსტერი, ფლაერი, ბროშურა, სავიზიტო ბარათი.
გრაფიკ აიდეა გთავაზობთ ნებისმიერი ხარისხის პოსტერის, ფლაერის, ბროშურისა და სავიზიტო ბარათის დიზაინის დამზადებას მომხმარებლის მოთხოვნისა და გემოვნების გათვალისწინებით

ვიდეო მონტაჟი
თუკი დაინტერესებული ხართ იპოვოთ სანდო კომპანია თქვენი ვიდეოების სწრაფი და პროფესიონალური მონტაჟისათვის, მოხარულები ვიქნებით ზედმიწევნით შევასრულოთ ეს დავალება.
თქვენ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ნებისმიერი სახის ვიდეო ფრაგმენტები–საოჯახო ვიდეოები თქვენი დაბადადების დღეზე გადაღებული, სათავგადასავლო მომენტები თქვენი კამერით გადაღებულები, თქვენი ბავშვის პირველი გადადგმული ნაბიჯების ამსახველი კადრები ან კორპორატიული ტრენინგის ამსახველი კადრები–ნებისმიერი რამ რაც გინდათ ტკბილი მოგონებებისთვის ერთ მთლიან ვიდეოთ აქციოთ
